• October

      20

      2024
    • 75
    • 0
    მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

    მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

    მოლდოვაში ისტორიული დღეა – ქვეყანაში პრეზიდენტს ირჩევენ და ამასთან ერთად, მიმდინარეობს რეფერენდუმი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პროევროპელი მაია სანდუ. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ქვეყანაში რეფერენდუმიც მიმდინარეობს. მოლდოვის კანონმდებლობის ნორმების მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მოლდოვის არსებითი კანონი ავტომატურად შეიცვლება და მასში ევროკავშირში გაწევრიანება მიზნად ჩაიწერება.

    • October

      19

      2024
    • 82
    • 1
    ოლაფ შოლცი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

    ოლაფ შოლცი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

    გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. სტამბულში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა შოლცს განუცხადა, რომ თურქეთს სურს თანამშრომლობის გაძლიერება გერმანიასთან თავდაცვის მრეწველობის პროდუქტების შეძენის კუთხით. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა და ბერლინი ვალდებულებას იღებენ ებრძოლონ ტერორისტულ დაჯგუფებებს, განსაკუთრებით „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ფეთულაჰის მომხრეთა ტერორისტულ

    • October

      19

      2024
    • 80
    • 0

    იაპონიაში მმართველი პარტიის ოფისს მამაკაცმა „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა

    იაპონიაში მმართველი პარტიის ოფისზე თავდასხმა განხორციელდა. მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარ ოფისს 49 წლის მამაკაცმა ხუთი „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა. ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაზიანებულა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. თავდასხმის მიზეზს პოლიცია იძიებს. ცნობისთვის, იაპონიაში 27 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

    • October

      19

      2024
    • 78
    • 0

    ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 55 რაკეტა გაუშვეს

    ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 55 რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ზემო, დასავლეთ და ცენტრალური გალილეის რამდენიმე ქალაქსა და დაბაში. ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჰაიფას რაიონში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და ამჟამად მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ. ჰაიფის გარეუბან კირიათ-ატაში

    • October

      19

      2024
    • 79
    • 0
    სუმის ოლქზე რუსული მხარის საჰაერო იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა

    სუმის ოლქზე რუსული მხარის საჰაერო იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა

    გასულ ღამეს რუსულმა მხარემ სუმის ოლქზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შოსტკის რაიონზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავდა შვიდი მოქალაქე. სუმის ოლქში აცხადებენ, რომ დაზიანდა ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული სხვა ობიექტებიც. შოსტკის რაიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია გაეთიშა. ელექტრომომარაგება ნაწილობრივ აღდგენილია, სამუშაოები კი გრძელდება.  

    • October

      18

      2024
    • 85
    • 0
    გერმანიის ბუნდესტაგმა მიგრაციული პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამკაცრების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო

    გერმანიის ბუნდესტაგმა მიგრაციული პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამკაცრების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო

    გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიგრაციული პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამკაცრებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტს მხარი 361-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 290 წავიდა, ხოლო ცხრამ თავი შეიკავა. პაკეტი ითვალისწინებს შეღავათების შემცირებას თავშესაფრის იმ მაძიებლებისთვის, რომლებიც ვალდებულნი არიან, დატოვონ ქვეყანა. გარდა ამისა, მკაცრდება კანონმდებლობა იარაღის შენახვისა და გამოყენების შესახებ, ასევე ცივი იარაღის ტარების აკრძალვის წესები. დამატებითი კენჭისყრის დროს

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor