• October

    18

    2024
  • 83
  • 0
გერმანიის ბუნდესტაგმა მიგრაციული პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამკაცრების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო

გერმანიის ბუნდესტაგმა მიგრაციული პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამკაცრების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო

გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიგრაციული პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამკაცრებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო პაკეტს მხარი 361-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 290 წავიდა, ხოლო ცხრამ თავი შეიკავა.

პაკეტი ითვალისწინებს შეღავათების შემცირებას თავშესაფრის იმ მაძიებლებისთვის, რომლებიც ვალდებულნი არიან, დატოვონ ქვეყანა.

გარდა ამისა, მკაცრდება კანონმდებლობა იარაღის შენახვისა და გამოყენების შესახებ, ასევე ცივი იარაღის ტარების აკრძალვის წესები.

დამატებითი კენჭისყრის დროს ასევე დამტკიცდა კანონპროექტი ტერორიზმთან ბრძოლის გაუმჯობესების შესახებ. კანონი საგამოძიებო ორგანოებს ანიჭებს მეტ უფლებამოსილებას ისლამისტურ ექსტრემიზმთან ბრძოლაში.

ბუნდესტაგის შემდეგ საკანონმდებლო პაკეტი გერმანიის პარლამენტის მეორე პალატამ, ბუნდესრატმა უნდა მიიღოს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor