• October

      12

      2024
    • 71
    • 0
    რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს. როგორც თურქეთის ლიდერმა განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში და მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ხელმძღვანელობაში მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები. ამის შესახებ ერდოღანმა სერბეთიდან სამშობლოში გზაზე მედიასთან ისაუბრა. ერდოღანი აცხადებს, რომ შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეულ შეფასებებს გააკეთებს. თუმცა, თურქეთის პრეზიდენტს მეტი დეტალი არ გაუსაჯაროებია.

    • October

      11

      2024
    • 82
    • 0
    ვლადიმერ პუტინი და მასუდ ფეზეშქიანი ერთმანეთს შეხვდნენ

    ვლადიმერ პუტინი და მასუდ ფეზეშქიანი ერთმანეთს შეხვდნენ

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა თურქმენეთის დედაქალაქში, აშხაბადში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო არენაზე და ჩვენი შეხედულებები მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე ხშირად ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ამასთან აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ირანელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით რუსეთში მიიწვია, რაზეც ფეზეშქიანმა თანხმობა

    • October

      11

      2024
    • 86
    • 0
    „როიტერი“ – ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა ბიომეტრიული კონტროლის ახალი სისტემის დანერგვა გადადო

    „როიტერი“ – ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა ბიომეტრიული კონტროლის ახალი სისტემის დანერგვა გადადო

    ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა ბიომეტრიული კონტროლის ახალი სისტემის დანერგვა გადადო. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ სასაზღვრო კომპიუტერული სისტემები ჯერ მზად არ არის. ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა, რომ სისტემა 10 ნოემბერს ვერ ამოქმედდება, როგორც დაგეგმილი იყო. მან აღნიშნა, რომ სისტემის ამოქმედების ახალი

    • October

      11

      2024
    • 75
    • 0
    ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ ბეირუთზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 117 ადამიანი

    ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ ბეირუთზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 117 ადამიანი

    ისრაელის მიერ ბეირუთზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 117 ადამიანი. ინფორმაციას „სიენენი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დარტყმები განხორციელდა ბეირუთის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანში, რის შედეგადაც ერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დაინგრა. თავდასხმების სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ვაფიქ საფა არ დაშავებულა.

    • October

      11

      2024
    • 76
    • 0
    ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორსართულიანი სახლი დაინგრა, არიან დაღუპულები

    ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორსართულიანი სახლი დაინგრა, არიან დაღუპულები

    ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორსართულიანი სახლი დაინგრა, დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, მაშველებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო სამი შენობის ნანგრევებში დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის არიან 43 წლის ქალი, 22 წლის კაცი და 16 წლის მოზარდი. კიდევ ერთი ადამიანი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა

    • October

      11

      2024
    • 81
    • 0
    ავიაკომპანია Ryanair-ი აჩერებს ყველა ფრენას გერმანიის სამი აეროპორტის მიმართულებით და ამცირებს ფრენებს ჰამბურგში

    ავიაკომპანია Ryanair-ი აჩერებს ყველა ფრენას გერმანიის სამი აეროპორტის მიმართულებით და ამცირებს ფრენებს ჰამბურგში

    ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი 2025 წლის ზაფხულისთვის მნიშვნელოვნად შეამცირებს გერმანიაში ფრენებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. გამოცემის ცნობით, ავიაკომპანია სრულად წყვეტს ფრენებს დორტმუნდის, დრეზდენისა და ლაიფციგის აეროპორტებში. ჰამბურგში რეისების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 60%-ით შემცირდება. ბერლინიდან ფრენების რაოდენობაც 20%-ით შემცირდება. Ryanair-ის გენერალურმა დირექტორმა, ედი უილსონმა ეს გადაწყვეტილება გერმანიაში არსებულ მაღალ ხარჯებს მიაწერა და ბერლინი ეროვნული ავიაკომპანია

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor