
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„როიტერი“ – სპარსეთის ყურის სახელმწიფოები აშშ-ს მოუწოდებენ, შეაჩეროს ისრაელის შესაძლო თავდასხმა ირანის ნავთობობიექტებზე
სააგენტო „როიტერს“ სამმა წყარომა აცნობა, რომ სპარსეთის ყურის სახელმწიფოები ვაშინგტონში ლობირებენ, რათა შეაჩერონ ისრაელის შესაძლო თავდასხმა ირანის ნავთობის ობიექტებზე. წყაროს ცნობით, მათ ეშინიათ, რომ კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში თეირანის მოკავშირეებმა შესაძლოა, სპარსეთის ყურის ნავთობობიექტებიც დაბომბონ. სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი უარს ამბობენ ისრაელს მისცენ საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება










