
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი – როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება
არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, – ეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაა, რომელიც მან ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული იერიშის შემდეგ გააკეთა. „ჩვენ ვცდილობთ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მივაღწიოთ, მაგრამ როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე“, – განაცხადა ბორელმა. მისი თქმით, ისრაელი არ მოისვენებს, ვიდრე „ჰეზბოლა“ არ განადგურდება.










