
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი გააგრძელებს ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს სრული ძალით
ისრაელი გააგრძელებს ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს სრული ძალით, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნიუ იორკში განაცხადა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა. „ჩემი პოლიტიკა, ჩვენი პოლიტიკა ნათელია. ჩვენ ვაგრძელებთ „ჰეზბოლას“ დარტყმას მთელი ძალით და არ გავჩერდებით, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს ყველა მიზანს. პირველ რიგში, ჩრდილოეთში მცხოვრებთა უსაფრთხოდ დაბრუნებას საკუთარ სახლებში“, –










