
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ლიბან-ისრაელის კრიზისზე ჯო ბაიდენის განცხადებები იმედის მომცემი არ არის
ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბმა უკმაყოფილება გამოთქვა ლიბანსა და ისრაელს შორის მზარდი კრიზისის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებების გამო. „ეს არ არის იმედის მომცემი და ეს პრობლემას ვერ გადაჭრის“, – განაცხადა ჰაბიბმა ჯო ბაიდენის გაერო-ში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით. როგორც აბდალა ბუ ჰაბიბმა აღნიშნა, აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებაზე.










