
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთი საათის განმავლობაში ლიბანიდან 130 რაკეტა გაუშვეს
ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთი საათის განმავლობაში ლიბანიდან 130 რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ცფათში, ასევე გალილეის დასახლებებში. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობას თავშესაფრებთან ახლოს ყოფნისკენ მოუწოდეს. ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია









