• August

      17

      2024
    • 98
    • 0
    ისრაელის მედიის ცნობით, სამხრეთ ლიბანზე ისრაელის დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

    ისრაელის მედიის ცნობით, სამხრეთ ლიბანზე ისრაელის დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

    სამხრეთ ლიბანზე ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა ხუთი ადამიანი. ლიბანური მედიის ცნობით, დარტყმა ქალაქ ნაბათიაში საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, იერიშის სამიზნე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობი იყო. ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა სამხრეთ ლიბანის ორ სოფელში მდებარე შენობებზე, რომლებსაც „ჰეზბოლა“ იყენებდა.

    • August

      17

      2024
    • 107
    • 0
    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს. რუსეთის ხელისუფლება იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ის კორესპონდენტს, რომელიც კურსკის ოლქში უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან სამხედრო ოპერაციას აშუქებს, საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს. სამინისტროს განცხადებით, „ელჩს მტკიცე პროტესტი გამოუცხადეს იტალიური სახელმწიფო ტელერადიოკომპანია RAI-ს გადამღები ჯგუფის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელმაც უკანონოდ შეაღწია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქზე უკრაინელი მებრძოლების დანაშაულებრივი ტერორისტული თავდასხმის

    • August

      16

      2024
    • 100
    • 0

    ვლადიმერ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს. კრემლის ცნობით, მოლაპარაკებებისას განხილული იქნება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ურთიერთობების განვითარების საკითხები, ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი განცხადების მიღება, ასევე მთავრობათაშორისი და სხვა დოკუმენტების ხელმოწერა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

    • August

      16

      2024
    • 93
    • 0
    ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ევროკომისიას მიმართავენ და შეშფოთებას გამოხატავენ უნგრეთის გადაწყვეტილებაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ

    ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ევროკომისიას მიმართავენ და შეშფოთებას გამოხატავენ უნგრეთის გადაწყვეტილებაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ

    ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა წერილით მიმართეს ევროკომისიას, რომლითაც გამოხატეს შეშფოთება უნგრეთის გადაწყვეტილებაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს. წერილის ადრესატი კი, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარი ილვა იოჰანსონია. საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ უნგრეთის გადაწყვეტილება გაუმართლებელია იმის ფონზე, როცა რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომს და

    • August

      16

      2024
    • 89
    • 0
    ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იქ სამხედრო დანაყოფები განათავსა

    ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იქ სამხედრო დანაყოფები განათავსა

    ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იქ სამხედრო დანაყოფები განათავსა, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა, სადაც უკრაინის საზღვართან არსებული ვითარება განიხილეს. 10 აგვისტოს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცე უკრაინულმა დრონებმა გადაკვეთა. „ამ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ, ჩვენ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე კონტროლი გავაძლიერეთ.

    • August

      16

      2024
    • 91
    • 0
    თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

    თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

    თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სამ პროვინციაში ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სალიკვიდაციო სამუშაოებში 14 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი და 265 სახმელეთო მანქანა, ასევე სატყეო მეურნეობის 1400 პერსონალია ჩართული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად დაზიანებულია დაახლოებით 100 ჰექტარი მიწის ფართობი, სამი სოფლიდან კი მოსახლეობაა ევაკუირებული.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor