
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ჯო ბაიდენი – დღევანდელი მდგომარეობით, ჩემმა ადმინისტრაციამ სახლში დააბრუნა 70-ზე მეტი ამერიკელი, რომლებიც უკანონოდ დააპატიმრეს ან მძევლად აიყვანეს საზღვარგარეთ, ბევრი მათგანი ჩემს პრეზიდენტობამდე
სასტიკი განსაცდელი დასრულებულია, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთთან პატიმრების გაცვლის შედეგად 16 ადამიანის გათავისუფლებას. გათავისუფლებულებს შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელია. ჯო ბაიდენმა პატიმრების გათავისუფლებას „დიპლომატიისა და მეგობრობის ღვაწლი“ უწოდა. „რამდენიმე ქვეყანამ წვლილი შეიტანა ამის გაკეთებაში, ისინი შეურთდნენ რთულ, კომპლექსურ მოლაპარაკებებს ჩემი თხოვნით“, – განაცხადა ბაიდენმა. მან ხაზი გაუსვა,










