
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ისრაელის ფინანსთა მინისტრი – ვიდრე მძევლები დაბრუნებული არ არიან, თუნდაც გამართლებული იყოს, არავინ მოგვცემს უფლებას, ორი მილიონი მშვიდობიანი მოსახლე ღაზაში შიმშილით დაიღუპოს
ვიდრე მძევლები დაბრუნებული არ არიან, თუნდაც ეს გამართლებული და მორალური იყოს, არავინ მოგვცემს უფლებას, რომ ორი მილიონი მშვიდობიანი მოსახლე ღაზაში შიმშილით დაიღუპოს, – ამის შესახებ ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა. ისრაელის ფინანსთა მინისტრის თქმით, ისრაელმა არაბულ ანკლავზე სრული კონტროლი უნდა დაამყაროს, რადგან ისრაელი ღაზიდან 2005 წელს რომ არ გამოსულიყო, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა არასოდეს მოხდებოდა.









