
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სლოვაკეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის წინააღმდეგია
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის წინააღმდეგია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის გადაცემას და ამის გაკეთებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე გეგმავს. სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, თავდაცვის სამინისტროს განზრახვის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი ოფიციალური წარმომადგენელი განმარტავს, რომ








