
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანას შეუძლია, უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობი ადრიატიკის ნავთობსადენით მიაწოდოს, რათა „დრუჟბის“ მილსადენის შეფერხებით გამოწვეული დეფიციტი შეავსოს
ხორვატიას შეუძლია, უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობი ადრიატიკის ნავთობსადენით მიაწოდოს, რათა შეავსოს „დრუჟბის“ მილსადენით მიწოდების შეფერხებით გამოწვეული დეფიციტი, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა. პლენკოვიჩის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორივე ქვეყანასთან და ასევე ევროკომისიასთან. „ხორვატია როგორც მეზობელი, პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, მზად არის უზრუნველყოს როგორც უნგრეთის, ასევე სლოვაკეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეკონომიკის










