
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება
აშშ-ის რამდენიმე შტატში საარჩევნო უბნები გაიხსნა. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებში – ნიუ იორკში, ნიუ ჯერსიში, ვირჯინიაში, მეინსა და კენტუკიში 06:00-ზე საარჩევნო უბნები ოფიციალურად გაიხსნა. ამასთან, პირველი შტატი, სადაც შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემა ერთი საათის წინ დაიწყო, ვერმონტია. „ბიბისის“ ცნობით, შტატში ამომრჩეველთა სულ მცირე 30%-მა წინასწარ უკვე მისცა ხმა. ადგილობრივი დროით 06:30-ზე ხმის მიცემა










