
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტესთან აშშ-ის არმიის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან
ჰორმუზის სრუტესთან აშშ-ის არმიის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ორივე წევრი უსაფრთხოდაა. „პილოტები კარგად არიან, არავინ დაშავებულა. ხვალ ოფიციალურ ანგარიშს გამოვაქვეყნებთ, მაგრამ პილოტები კარგად არიან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. „ასოშიეითედ პრესის“ ინფორმაციით, აღნიშნული ვერტმფრენი ამერიკული ძალების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა










