
ირაკლი ნადარეიშვილი – ქუთაისის ტექნოჰაბის პროექტი მთავრობის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადია, რომ ვყალიბდებით მთავარი მიზიდულობის ცენტრად რეგიონში ტექნოლოგიებისა და სტარტაპების მიმართულებით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები, როგორც საინჟინრო კომუნიკაციების, ასევე მოპირკეთების ნაწილში. სამინისტროს ცნობით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება. „ქუთაისის ტექნოლოგიური










