
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ტრადიციად ქცეული კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ წელს, უკვე მეექვსედ, ოფიციალურად გახსნა. გახსნის ღონისძიება ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე ესწრებოდნენ. მათ










