
პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას 83 ხმით აირჩია
საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას 83 ხმით აირჩია. კენჭისყრამდე გიორგი გვარაკიძეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა უწყების განვითარების შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინა და დეპუტატების კითხვებს გასცა პასუხი. ახალი გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით აირჩიეს. გიორგი გვარაკიძემ, საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების










