
ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს აჯანყებისას გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა
მიმდინარე წლის 9 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წლის აჯანყებისას გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს დაესწრო. კუნძულ ტექსელზე, ქართველთა სასაფლაოზე მონუმენტის აღმართვის იდეის ავტორი, ფინანსური მხარდამჭერი და ღონისძიების ორგანიზატორი ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი მეწარმე და კულტურის ქომაგი, ნიდერლანდების სამეფოს










