
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირება იწყება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს. სტაჟიორთა მიღება განხორციელდება გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის 30 ვაკანტურ პოზიციაზე. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ










