
დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ვეტერანები ჩაერთვნენ
დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებისა და ვეტერანებისგან შექმნილი მობილური ჯგუფები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით, სტიქიის პირველი დღეებიდანვე, აქტიურად ჩაერთვნენ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში. სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლებმა, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 15-მდე ოჯახს










