
მეუფე შიო მუჯირი – მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებისა, ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას
მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებისა, მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. „ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. გვიახლოვდება დიდი მარხვა და ამიტომ წმინდა










