
კახა კალაძე – ჯანმრთელობას ვუსურვებ მზია ამაღლობელს და ნებისმიერ პატიმარს, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? მისი მხრიდან არ მომისმენია ადამიანური სინანული, რომ ეთქვა, შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ
ადამიანები ვართ, შეიძლება, შეცდომა მოუვიდეს ყველას, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში მისი მხრიდან არ მომისმენია თუნდაც სინანული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანები ვართ, შეიძლება, შეცდომა










