
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ერთობლივი საწარმო დაფუძნდა
რუმინეთში, ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით წარმატებით დასრულდა ერთობლივი საწარმოს, Green Energy Corridor Power Company – GECO POWER COMPANY-ს რეგისტრაციის პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთობლივი საწარმო ამ ეტაპზე მწვანე ენერგიის კორიდორის კვლევითი და საპროექტო საქმიანობით იქნება დაკავებული. შესაბამისად, მისი შექმნის მიზანს წარმოადგენს










