
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადება
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,GEO NEWS” უცვლელად გთავაზობთ.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვმარტოთ, რომ დღეს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, მოხდა ინციდენტი – შედეგად დაზარალდა ჩვენი მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
რამდენადაც ცნობილი გახდა, ინციდენტი დაიწყო კვების ერთ-ერთ ობიექტთან და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე. რის გამოც, დაცვის თანამშრომლის სწრაფი რეაგირება შეიზღუდა. თუმცა, უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის სწრაფი მოქმედებით, დაშავებულს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება. შემდეგ კი, სასწრაფოს ეკიპაჟმა მალევე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი აღჭურვილია ვიდეო-თვალთვალის სისტემით, რაც ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
უნივერსიტეტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტუდენტს და ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას.
მოამზადა – ქეთი ხომერიკმა
,,GEO NEWS”





