
ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ პარლამენტთან აქციაზე დაშავებულ კოლეგებს. მანამდე აქციის საორგანიზაციო ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „საპოლიციო შენაერთები განსაკუთრებით სასტიკები იყვნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ“. „28-29 ნოემბერს თბილისში გამართულ მშვიდობიან სახალხო დემონსტრაციას ივანიშვილის რეჟიმმა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისასტიკით უპასუხა. საპოლიციო შენაერთების განლაგება, მათი სტრატეგია და










