
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ნევროლოგიურ დეპარტამენტში მოათავსეს
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს მსუბუქი თავის ტვინის შერყევა აღენიშნებათ, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, ანი დალაქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ორივე მათგანი კლინიკაში, ნევროლოგიურ დეპარტამენტში რჩებიან. „დღეს ჩვენთან აქციიდან სულ 10 ადამიანი შემოიყვანეს, ათივეს ჩაუტარდათ გამოკვლევები. ათიდან სამი პაციენტი გაეწერა ბინაზე, ჩვენთან რჩება შვიდი პაციენტი. მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ










