
სურსათის ეროვნული სააგენტო – იძებნებიან პირები, რომლებიც აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა 6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში იყვნენ
იძებნებიან პირები, რომლებიც აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა 6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში იყვნენ, – ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღებული პათოლოგიური მასალა გამოიკვლია










