
აეროპორტის დასახლებაში კიდევ ერთი მწვანე სივრცე ეწყობა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აეროპორტის გზის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე ხეივანს აწყობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანსა და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდებოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ მცხოვრებ ადამიანებს, რადგან კარგი თანამშრომლობა










