
საქართველოს საკურორტო პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებში სპა მემკვიდრეობის საერთაშორისო ფესტივალზე გაეცნენ
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის, EHTTA-ს მიწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაციამ სპა მემკვიდრეობის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპაქალაქ სარატოგა სპრინგსში (ნიუ იორკის შტატი) გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფესტივალის ფარგლებში „ევროპის თერმული მემკვიდრეობის“ კონფერენციაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი










