
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17-18 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, ნალექმა შესაძლოა, მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესები გამოიწვიოს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან – თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში










