
მეუფე შიო – ვეცადოთ, ვიფიქროთ ღვთისმშობელზე დიდი სიყვარულით, მოკრძალებით, მადლიერებით, შეგვეწიოს, რომ დავამარცხოთ ყოველი ცოდვა და დავძლიოთ ყოველი უღირსება, რაც ჩვენში და ჩვენ ირგვლივ არის
ვეცადოთ, ვიფიქროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე დიდი სიყვარულით, დიდი მოკრძალებით, მადლიერებით, აღტაცებით და ვევედროთ მას, გვასწავლოს მისი მიბაძვა, გვასწავლოს მისი სიყვარული და თაყვანი ვცეთ მას ისე, რომ ღირსი გავხდეთ, ვიყოთ მასთან ერთად ადამიანთა იმ მოდგმის ნაწილი, რომლისგანაც იშვა ღმერთი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.










