• October

    25

    2024
  • 76
  • 0
იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ახალ სერვისს, „გონიერ კონტრაქტს“ სთავაზობს

იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ახალ სერვისს, „გონიერ კონტრაქტს“ სთავაზობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინოვაციური პროდუქტის – „გონიერი კონტრაქტის“ სისტემის გამოყენება დაიწყო.

„გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა. თანხის გადახდა და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად ხდება – მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმებენ; ასევე, „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით შესაძლებელია იპოთეკის იმავე მეთოდით რეგისტრაციაც.

უძრავი ქონების ტრანზაქციებში აღნიშნული სისტემის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვისაც. ინოვაციური ციფრული პროდუქტის საშუალებით უცხოეთში მცხოვრები ქართველები შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე შეძლებენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას.

მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისის სარგებლობისთვის სააგენტოს წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრა დაჯავშნონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ახალი სერვისის კონცეფცია აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააცნო, სისტემის პრეზენტაცია კი ღონისძიების მონაწილეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ წარუდგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველი, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, აგრეთვე, „გონიერი კონტრაქტის“ დანერგვის პროექტში ჩართული მხარეები – კომერციული ბანკები, დეველოპერები და მსოფლიო ბანკის (World Bank) წევრები.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor