
ზურაბ ჩხაიძე – მიხეილ სააკაშვილს პალატის შეცვლასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, პირობები უფრო გაუმჯობესებული აქვს
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილს სხვა პალატაში ტელევიზორი არ აქვს, აბსოლუტურად არასწორია. ამის შესახებ ჩხაიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს პირობები უფრო გაუმჯობესებული აქვს. „ვიტყოდი, კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებია, რადგან მეტი ფართობია და ანალოგიურ პირობებშია. გადასვლისას რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ინტერნეტის ხარვეზი. დარწმუნებული ვარ, გიული ალასანიას










