
ისანი-სამგორის სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო
ისნის რაიონში, ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნების მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სატურნირო და სავარჯიშო სკეიტმოედნები, 7×7-ზე ფეხბურთისა და პადელის მოედნები, ასევე, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ ორ ამორტიზებულ კორტს. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანსა და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „ისანი-სამგორის კომპლექსური ცენტრის ტერიტორიაზე გასულ










