
სვანეთში ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო
სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ამასთან, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართული. სვანეთში მოქალაქეების დაკარგვის










