
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 25000 მ2 ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მთლიანად იცვლება ბაქნის არსებული ასფალტის ფუნდამენტი ბეტონის საფარით. ასევე, იცვლება შიდა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე და წყალარინების სისტემა, ისე ელექტროსისტემები. სამუშაოების დასრულების შემდეგ მთლიანად შეიცვლება ქუთაისის აეროპორტის ბაქანის კონფიგურაცია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორის, ლევან ცხადაძის განცხადებით, რეაბილიტაციის შემდეგ










