
კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცმანქანების პრეზენტაცია გამართა. ევროპული სტანდარტების სპეცტექნიკა, რომელიც მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სასესხო შეთანხმების ფარგლებში შეისყიდა, აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით და გამოიყენება სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის – დასუფთავებისთვის, ნარჩენების შეგროვებისა და პოლიგონზე განთავსებისთვის, სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების გამართულობისთვის. „მინდა, გავიხსენო 2017 წელი, როდესაც საარჩევნო კამპანიას










