
ფსიქოტროპული მედიკამენტების ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“-ის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტებს უკანონოდ, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ მიმდინარე წელს სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების









