
მეუფე შიო მუჯირი – გამჭვირვალობის კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, სულიერი შვილები, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი ადამიანების ერთად შეკრება
გამჭვირვალობის კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, სულიერი შვილები, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი ადამიანების ერთად შეკრება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა და მრევლს მიმართა. მისივე თქმით, ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად. „თვალყურს ვადევნებთ იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც










