
ნათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პროცესების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა გახსნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ, რომელმაც გასულ წლებში საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესი, მიღწევები და გატარებული ღონისძიებები მიმოიხილა. როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, საპენსიო ფონდის წარმატებაზე მიანიშნებს როგორც ციფრები, ასევე ნდობა, რაც საპენსიო სისტემამ მოსახლეობაში










