
ირაკლი ღარიბაშვილი – ვაორმაგებთ სტიპენდიას წარჩინებული სტუდენტებისთვის, 2 500-მდე სტუდენტის ნაცვლად, 5 000 სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას და თითო სტუდენტზე გახდება 300 ლარი
ვაორმაგებთ სტიპენდიას წარჩინებული სტუდენტებისთვის, დღეიდან 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას, თითო სტუდენტზე გახდება 300 ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა ასევე გააძლიერებს პროექტს, რომლითაც წარჩინებულ სტუდენტებს უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას უფინანსებენ. „ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 1 000-ზე მეტი










