
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „4 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ხოლო 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 4 ოქტომბერს, შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა. 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 4 ოქტომბერს ზოგან










