
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო საგზაო კონგრესის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო საგზაო კონგრესის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. მსოფლიო 27-ე საგზაო კონგრესი – „პრაღა 2023 – ისევ ერთად გზაზე“, 2-6 ოქტომბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში, მსოფლიო საგზაო ასოციაციის (PIARC) ორგანიზებით მიმდინარეობს. საგზაო კონგრესის მონაწილეები განიხილავენ და ეცნობიან მსოფლიოს მასშტაბით არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურისა და საგზაო ტრანსპორტის ტენდენციებსა და გამოწვევებს.










