
ლანჩხუთის მერი აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში ტექნიკა აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სავარაუდოდ ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობა დაიწყება
ტექნიკა აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სავარაუდოდ ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობას დავიწყებთ, – ამის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტიდან 220-მდე ადამიანია გამოყვანილი. მერის განცხადებით, სოფელი წიაღობანი მოსახლეობისგან სრულად დაცლილია. როგორც მან აღნიშნა, წყალმომარაგების აღდგენაზე, ასევე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით შესაბამისი კომპანიები მუშაობენ. „ტექნიკა მუშაობს აგრძელებს და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.










