
თბილისის მერიის ინიციატივით ავტომაგისტრალზე დამონტაჟებული ელექტროდამტენების სადგური დედაქალაქის მერმა დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, კერძოდ, გორის მიმდებარედ დამონტაჟებული ელექტროდამტენების სადგური პირადად შეამოწმა. კახა კალაძის განცხადებით, 20 ელექტროდამტენი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ოთხ ადგილზე თბილისის მერიის ინიციატივით „ვისოლ ჯგუფმა“ დაამონტაჟა. „ძალიან მიხარია, რომ ასეთი მაგარი პროექტები ხორციელდება. მიხარია იმიტომაც, რომ ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებმაც დავიწყეთ ამ მიმართულების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. უკეთესია, რაც მეტი ელექტრომობილი იქნება ქვეყანაში, დედაქალაქში,










