
კახა კალაძე – 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნისა და დედაქალაქის უკეთესი მომავლისთვის, მჯერა, მესამედ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთად ავაშენებთ ჩვენი დედაქალაქის უკეთეს მომავალს
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ვერის პარკიდან დედაქალაქის მცხოვრებლებს წინასაარჩევნოდ მიმართა. კალაძემ შეახსენა თანამოქალაქეებს, რომ ოთხ ოქტომბერს ქვეყნის და დედაქალაქის უკეთესი მომავლისთვის ერთ-ერთ გარდამტეხ დღეს, მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელის მხარდაჭერა. „მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს! ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფები, მდებარეობს თბილისის ისტორიული პარკში, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი










