
ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის იუბილე აღინიშნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადას 21 წლის იუბილე მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სიტყვით მიმართვისას მინისტრმა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. „საამაყოა, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურე ყოველდღიური დისციპლინითა და უდიდესი პასუხისმგებლობით










