
ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი
ყაზახეთში გამართულ ბიზნეს ფორუმ New Silk Way-ს ფარგლებში, სატრანზიტო მატარებლების შეუფერხებლად ოპერირებისა და მსვლელობის დროის კიდევ უფრო შემცირების მიზნით, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტი მხარეების მიერ შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მომზადებული დასკვნების გათვალისწინებით შემუშავდა, რომელიც, თავის მხრივ, დერეფნის მთელ










