
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიხედვით შსს აკადემია განახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიხედვით შსს აკადემიას უფლება მიენიჭება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, განახორციელოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. პოლიციის აკადემიის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა პირველად შეიქმნება და მისი შემადგენელი ნაწილი იქნება ფიზიკური,










